logo
ENG



"სტუდენტები ევროპული მომავლისთვის!" - თსუ-ს სტუდენტები 20 ივნისს დაგეგმილ აქციას უერთდებიან

19 ივნ 202216:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/19/guj3dxhyclizzkh.jpg

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აორგანიზებენ აქციას "სტუდენტები ევროპული მომავლისთვის!", რითაც პარლამენტის შენობასთან დაგეგმილ მასშტაბურ აქციას "შინ ევროპისკენ!" შეუერთდებიან.

მათი ცნობით, 20 ივნისს 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბებიან შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ. 

„დღეს, ისე როგორც არასდროს, ვდგავართ ისტორიულ გზაგასაყარზე - წავალთ დასავლეთისკენ და დავუბრუნდებით ჩვენს ცივილიზაციურ აკვანს, თუ კვლავ აღმოვჩნდებით რუსული იმპერიის მარწუხებში.

ჩვენი წინაპრების მკაფიო არჩევანი, ჩვენი ევროპული მომავალი, საფრთხის წინაშეა.

ამ სიტუაციაში ახალგაზრდებს არ გვრჩება სახლში ჯდომის მორალური უფლება. ჩვენი საერთო მომავალი არის დასაცავი და გადასარჩენი!“ - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ისინი თსუ-ს სტუდენტებს, განურჩევლად მათი პოლიტიკური თუ პარტიული განსხვავებებისა მოუწოდებენ შეუერთდნენ აქციას.

„ახლა ერთობის დროა! ეს ბევრად მეტია, ვიდრე ვიღაცის ვიწრო პარტიული ინტერესები და შეხედულებები. ახლა - ან ერთად ვიმარჯვებთ, ან ერთად ვმარცხდებით. არჩევანი ჩვენზეა!” - წერია განცხადებაში.

 

close დახურვა